პოლონეთ-უკრაინის საზღვართან აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია - ამის შესახებ საგანგებო განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ოფიციალურ განცხადებაში განაცხადა, რომ არაფერი უნახავთ ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას წინასწარ შეფასებებს.
"აშშ-ის ადმინისტრაცია საბოლოო დასკვნებს წინ არ გაუსწრებს და სრულად უცხადებს ნდობას პოლონეთს, რომელიც ამ ინციდენტს იძიებს," - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, რადგან, მათი თქმით, ომი სწორედ რუსეთმა წამოიწყო.