27 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
საჭიროა, ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიებას და მივიღოთ წვდომა ყველა მონაცემზე - ზელენსკი პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტების საქმის შესახებ

მიმდინარეობს გამორკვევა ყველა იმ გარემოების, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით უკრაინის პოზიცია გამჭვირვალეა და ცდილობენ ამ ინციდენტთან დაკავშირებით გაარკვიონ ყველა დეტალი.

უკრაინის პირველმა პირმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

"ვაკვირდებით განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან და ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლონეთში არსებული ვითარებაა. გამორკვევა ყველა იმ გარემოების, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი.

უკრაინის პოზიცია გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. სწორედ ამისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი სპეციალისტები, შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიებას და მივიღოთ წვდომა ყველა იმ მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია პარტნიორებისთვის და აფეთქების ადგილთან. მთელი ჩვენი ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია. ჩვენ მას ვაძლევთ პარტნიორებს ღამიდან მოყოლებული, იმ პირველივე საათებიდან, როდესაც მსოფლიომ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა," - ამბობს ზელენსკი

დღის ამბები