27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
შევხვდი შალვა პაპუაშვილს და ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, იმედის მომცემი იყო დისკუსია, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე - ოლივერ ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ წერს.

ოლივერ ვარჰეის განცხადებით, იყო იმედის მომცემი დისკუსია, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

"შევხვდი სპიკერ შალვა პაპუაშვილსა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის განხორციელების მდგომარეობა. ეს იმედის მომცემი დისკუსია იყო, რომ პარლამენტი ბევრს მუშაობს პრიორიტეტების შესრულებაზე. საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს," -  წერს ოლივერ ვარჰეი.

დღის ამბები