ერთი წლის განმავლობაში 20-ათასზე მეტმა მოქალაქემ მედიკამენტების შესაძენად საჭირო ვაუჩერი მიიღო. სოციალური პროგრამა თბილისის მერიამ საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აამოქმედა. 1 ადამიანზე 500 ლარია, სწორედ ამ ღირებულების წამლის შეძენა შეუძლიათ თბილისის მაცხოვრებლებს სპეციალური ვაუჩერის საშუალებით.
სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დედაქალაქის მერიას მიმდინარე წლის ბიუჯეტში 81 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, საიდანაც 10 მილიონი სწორედ მედიკამენტებისთვის განკუთვნილ ვაუჩერებზე დაიხარჯება. თბილისი მთავარ საფინანსო დოკუმენტში თანხები ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით მომავალ წელსაცაა გათვალისწინებული, ახლა მერია ფინანსთა სამინისტროსგან დამატებითი თანხების გადმორიცხვას ელოდება.