27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
სასიკვდილო განაჩენი "ღმერთის მტრობისთვის" - ირანის სასამართლო ერთ-ერთ მომიტინგეს სიკვდილით დასჯის

ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალებას, რომელიც დაკავშირებული იყო ე.წ. მორალის პოლიციასთან, მალევე მოჰყვა საპროტესტო გამოსვლების სერია, რომელთაგან ყველაზე მასშტაბური საქეზში, მის მშობლიურ ქალაქშია. ქალები გამოდიან, ჰიჯაბს საჯაროდ წვავენ და თმებს იჭრიან. ბევრს აქვს იმედი, რომ აქციები არ დასრულდება და ქალები საკუთარი თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

No description available.

ირანში გამოსვლები არ წყდება, ადამიანები რეჟიმის დასამარცხენლად და თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძვიან, თუმცა ირანში თავისუფლების მოპოვება, როგორც ჩანს, ისევ ადამიანთა სიკვდილზე გადის. სწორედ ამ აქციებში მონაწილეობისთვის, ირანის სასამართლომ 1 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა - ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

"ღმერთის მტრობა" და "დედამიწაზე კორუფციის გავრცელება" - სწორედ ასე ხსნის ირანის სასამართლო სისტემა საკუთარ გადაწყვეტილებას.

მათივე ცნობით, ეს სასტიკი განაჩენი გამოუტანეს მომიტინგეს, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლი წაუკიდა მთავრობის შენობას.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, საპროტესტო აქციებში მონაწილე ხუთ მომიტინგეს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე. 5-ვე ბრალდებული "ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისა და საზოგადოებრივი მშვიდობისა და წესრიგის დარღვევისთვის" გაასამართლეს. 

ვინ იყო მაჰსა ამინი, რომლის გარდაცვალებასაც ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა:

22 წლის გოგონას შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაჰსა ამინი ირანის მოქალაქე იყო. იგი ქურთისტანის პროვინციაში, ინტელექტუალურ ოჯახში დაიბადა. 14 სექტემბერს "მორალის დეპარტამენტის" თანამშრომლებმა დააპატიმრეს. ასე ეწოდება ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავ ძალებს. გოგონა მეტროსადგურ შაჰიდ ჰაქანის მახლობლად აიყვანეს და დაპატიმრების მიზეზი ჰიჯაბის არასწორად ტარება გახდა.

No description available.

როდიდან არის სავალდებულო ირანში ჰიჯაბის ტარება:

ისლამური რევოლუციის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1979 წელს და რომლის შედეგად ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა. შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ. სწორედ 1979 წლიდან ირანში ყველა ქალისთვის ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა.

რა არის მორალის პოლიცია:

ირანის ისლამურ სახელმწიფოში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წელს ცალკე გამოეყო საპატრულო სტრუქტურა და მისი მთავარი ფუნქციაა, ქვეყნის მასშტაბით შარიათის მიხედვით დრეს-კოდი აკონტროლოს როგორც ადგილობრივებში, ასევე ქვეყანაში სტუმრად ჩასული ადამიანების შემთხვევაშიც. უწყებას ადვილად შეუძლია ადამიანების დაპატიმრება, როგორც კი რაიმეს ჩათვლის "არამოსაწონად". 

No description available.

ცნობისთვის: ირანში, ბოლო მონაცემებით, უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 326 ადამიანი მოკლეს, მათგან 43 ბავშვი და 25 ქალია. გასათვალისწინებელია, რომ ირანის პრეზიდენტმა "სიენენთან" დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანი მის მოთხოვნას არ დაეთანხმა და თავსაბურავი არ გაიკეთა.

No description available.

 

 

დღის ამბები