თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა 7 ნოემბრიდან ოფიციალურად ამოქმედდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტი უკვე გამოყოფილია. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში აქვს ორიდან სამ ჰექტრამდე თხილის ფართობი სახელმწიფოსგან 500-ლარიან დახმარებას მიიღებს. იმ ფერმერებზე კი, რომელებიც მეტ ფართობს ფლობენ, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა და სესხი 8 პროცენტის ფარგლებში დაუფინანსდებათ.
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის დეტალები ზუგდიდელ მცირე მეწარმეებს პირადად გააცნო. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის სურვილი 3 000-მა ფერმერმა გამოთქვა.
როგორ უნდა დაარეგისტრირონ თხილის ბაღები მცირე მეწარმეებმა რომ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეძლონ - ფერმერებს სპეციალური ჯგუფები დაეხმარებიან, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობენ.
მცირე მეწარმეებმა რეგისტრაცია 2023 წლის იანვრამდე უნდა მოასწრონ. ინიციატივა, რომელიც თხილის წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.