27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს განცხადება, მაგრამ ალბათ ლევანს ექნება თავისი მოსაზრებები - ბაჩო დოლიძე ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილის დასახელებასთან დაკავშირებით

ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას იწყებს - კანდიდატურა მან ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე წამოაყენა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამყოფი" - განაცხადა ხაბეიშვილმა და კიდევ ერთ კანდიდატს, გიორგი ჩალაძეს, შტაბის შექმნა და ხელმძღვანელობა შესთავაზა. საუბარია შტაბზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართულებით იმუშავებს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას მისი თანაგუნდელები გამოეხმაურნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მთავარია მოქმედმა პერსონებმა, რომლებიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობენ, პროცესს კომიკური სახე არ მისცენ.

"მე არ ვაფასებ ამ პროცესს, რომელიც დაიწყო "ნაციონალურ მოძრაობაში" აქტიურად ახლა ისე, როგორც აფასებს ამას თავმჯდომარე. მე ვაფასებ პროცესს ისე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ნამდვილად საჭირო იყო პირველ რიგში ურთიერთგაგება საკუთარ ამომრჩეველთან და არა დაპირისპირება, რომელიც არ მალავდა თავს და ის სოციალურ ქსელში ფართოდ იყო უკვე გაშლილი და ამაზე უკვე ძალიან ბევრი საუბრობდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა სიტუაციიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის არჩევნები და შიდაპარტიული დემოკრატიისთვისაც, ქვეყანაში შემდგომ პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვისაც, პოლიტიკური პროცესის გასაჯანსაღებლად კარგი პროცესია.

მთავარია, მოქმედმა პერსონებმა, რომლებიც მონაწილეობენ ამ საინტერესო პროცესში, პროცესი არ გადააქციონ კომიკურად ან არ მისცენ ცუდი სახე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა დავით კირკიტაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილის განცხადებას გაუგებარს უწოდებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი კანდიდატურა წარმოადგინოს.

"კითხვაზე, ვიცოდი თუ არა, ასე გადაჭრით არ ვიცოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ასე იქნებოდა. ყველა ადამიანს აქვს უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. ალბათ ლევანს უნდა ვკითხოთ ყველამ ერთად რა მუხტს ვაბრუნებთ. მე ვფიქრობ, ეს მუხტი ზოგადად არსად არ წასულა.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს განცხადება, მაგრამ ალბათ ლევანს ექნება ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები, თუმცა დღევანდელ ბრიფინგს, რასაც ვუყურე, ტონალობაც კარგი იყო, ცუდი არ იყო," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები