27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს, ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მისი მიზანია, ენმ მხარდამჭერებს დაუბრუნდეს :

„ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია.

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში.

ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ის გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს და შესთავაზა გიორგი ჩალაძეს, შტაბს უხელმძღვანელოს.

დღის ამბები