ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა ორგანიზაციებმა თანასწორობის კვირეული გახსნეს.
"საქართველო ჩვენშია“ - ამ სლოგანით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებების სერიაში, რომელთა მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა.
კვირეული 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.