27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
მოხდა ის, რის შესახებაც დიდი ხანია ვამბობდით, ტერორი ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით არ შემოიფარგლება - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნას გამოეხმაურა. "ეს დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, საჭიროა მოქმედება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"მოხდა ის, რის შესახებაც დიდი ხანია ვამბობდით. ტერორი ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსეთის რაკეტებმა პოლონეთს დაარტყეს. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რაკეტებით ნატოს ტერიტორიაზე დარტყმა, ეს რუსული სარაკეტო დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს ძალიან არსებითი ესკალაციაა. საჭიროა მოქმედება," - ამბობს ზელენსკი. 

დღის ამბები