27 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საკითხს სიღრმისეული გამოძიება სჭირდება. 

"რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს. არსებული სიტუაცია გამოძიებას საჭიროებს. ეს სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომის შედეგი იყო.

მე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შევხვდი. არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების არ არის.

დაჟინებით არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს. ეს პროვოკაცია იქნება. მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ დიალოგით და ჩვენ გვსურს დიალოგის დამყარება,"- აცხადებს ერდოღანი. 

დღის ამბები