27 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ პოლონეთში მათი რაკეტა არ ჩამოვარდნილა და ეს გამიზნული პროვოკაციაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პროვოკაციას უწოდებს მედიებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ. 

როგორც უწყება აცხადებს, მათ უკრაინისა და პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეები არ ჰქონიათ.

"პოლონური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ოფიცალური პირების განცხადება,  "რუსული" რაკეტების პრეჟვოდოვის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შესახებ, მიზანმიმართული პროვოკაციაა და მისი მიზანი ვითარების დაძაბვაა. უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე რუსული განადგურების საშუალებებით არანაირი იერიში არ მიგვიტანია," - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

დღის ამბები