27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა გაუშვა რაკეტები, რომლის სამიზნეც არა მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეები აღმოჩნდნენ, არამედ რამდენიმე პოლონეთში, ნატოს ტერიტორიაზე ჩავარდა - ლატვიის თავდაცვის მინისტრი

ლატვიის თავდაცვის მინისტრი, არტის პაბრიკსი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას "ტვიტერზე" ეხმაურება.

"ჩემი სამძიმარი პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა გაუშვა რაკეტები, რომლის სამიზნეც არა მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეები აღმოჩნდნენ, არამედ რამდენიმე რაკეტა ნატოს ტერიტორიაზე, პოლონეთში ჩავარდა. ლატვია ამ დანაშაულის დაგმობაში პოლონელი მეგობრების გვერდით დგას," - წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, პოლონეთში, დიდი ალბათობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრეჟვოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.

 

დღის ამბები