27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
"ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს" - ლიეტუვის პრეზიდენტი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პოლონეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა და დაღუპულია 2 ადამიანი.

როგორც ნაუსედა "ტვიტერზე" წერს, ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი უნდა იყოს დაცული.

"შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ. მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა.

ცნობისთვის, პოლონეთში, დიდი ალბათობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრეჟვოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.

 

დღის ამბები