27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ომის დაწყებიდან 265-ე დღეს რუსეთის სამიზნე ისევ უკრაინის დედაქალაქია - უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო

ომის დაწყებიდან 265-ე დღეს რუსეთის სამიზნე ისევ უკრაინის დედაქალაქი, ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს, სამი კი პეჩერსკის რაიონში მრავალსართულიან კორპუსებს დაეცა და ძლიერი ხანძრები გაჩნდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ახლაც ზუსტდება.

დღის მეორე ნახევარში, საოკუპაციო ძალების სამიზნე კიევის მსგავსად უკრაინის თითქმის ყველაქალაქი გახდა. დაიბომბა ხარკოვის, ლვოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, სუმის, ჩერკასის, ოდესის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, პოლტავასა და ვინიცას ოლქები. თავდასხმების შედეგად ხარკოვი, რივნე, ჟიტომირი და ოდესა ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინაში ღიად ამბობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება რუსეთის პასუხია უკრაინელი სამხედროების მიერ ერიტორიების განტავისუფლებაზე. ხერსონში, ისევ ზეიმობენ დეოკუპაციას. მოქალაქეები კი რუსი სამხედროების ტყვეობაში ყოფნის მძიმე პერიოდს ახლა უკრაინელ ჯარისკაცებს და მედიას უყვებიან.

უკრაინელი სამხედროების გამოჩენას და გათავისუფლებას ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიც მოუთმენლად ელოდებიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ორივე რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინა რუსეთის შეტევებს იგერიებს და კონტრშეტევებს განაგრძობს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტი მალე გათავისუფლებას ჰპირდება. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მის სამშობლოს მშვიდობა უახლოვდება.

კრიტიკული სიტუაციის ფონზე მსოფლიო განაგრძობს კიევის მხარდაჭერას. ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის. აშშ თავდაცვით შესაძლებლობებს ისევ მიაწვდის.

დღის ამბები