უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კი, კიდევ მოსალოდნელია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მტერმა უკრაინის მიმართულებით 85 რაკეტა გაუშვა.
"85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრთხილდით და იყავით თავშესაფრებში. ვიცი, რომ დარტყმების შედეგად ჩვენს ქალაქებში ენერგეტიკა გათიშულია. ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს ავიტანთ," - განაცხადა ზელენსკიმ.