27 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
ორი მოსამართლე, ორად გაყოფილი საქმე და რვა ბრალდებული - როგორია 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმე ორ ნაწილად გაიყო. ცხვარიჭამიაში სამი თვის წინ მომხდარ დანაშაულს 8 ბრალდებული ჰყავს, სამი პატიმრობაშია, ხუთი კი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

დაცვის მხარე მცხეთის რაიონულ სასამართლოს კიდევ ორი დამნაშავის გათავისუფლებას სთხოვდა, თუმცა თემიდამ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ერთ-ერთი, ვის გათავისუფლებასაც ადვოკატი ითხოვდა გიორგი კუჭავაა, მას გამოძიება ჯგუფურ ხულიგნობას ედავება. დღეს, მირიან კუკავას მკვლელობაში მთავარმა ბრალდებულმა სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა. დავით ჯიჯეიშვილი ამბობს, რომ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაზე დეტალურად საქმის არსებითი განხილვის დროს ისაუბრებს.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში 28 ივლისს მოხდა, დაბადების დღის წვეულებაზე, დაპირისპირებას ახალგაზრდებს შორის 20 წლის მირიან კუკავას დანით სასიკვდილოდ დაჭრა მოყვა.

დღის ამბები