27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
გაეროში ისრაელმა უკრაინულ რეზოლუციაზე მხარდაჭერისგან თავი შეიკავა

ისრაელსა და უკრაინას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ისრაელმა თავი შეიკავა იმ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელიც უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის დაკისრებას ითხოვდა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელმა უარით უპასუხა კიევის არაერთ თხოვნას, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, უკრაინამ გაეროში ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარი.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომხდარს დიდი შეცდომა და მიუღებელი ფატქი უწოდეს, თუმცა მომხდარი ისრაელში იმედგაცრუებად შეფასდა.

რეზოლუცია, რომელსაც უკრაინასთან ერთად რუსეთმაც დაუჭირა მხარი, ჰააგის იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებდა გამოეთქვა მოსაზრება, ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის სამართლებრივ შედეგებზე. ომის დაწყებიდან, ბოლო 8 თვის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელი ხმამაღლა არაერთხელ გააკრიტიკა.

დღის ამბები