27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ოლივერ ვარჰეის ვიზიტის პარალელურად,ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე განცხადებები პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც გაკეთდა-რა ხდებოდა დღეს სესიაზე

ოლივერ ვარჰეის ვიზიტის პარალელურად ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე განცხადებები პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც გაკეთდა. ოპოზიციის ნაწილმა ტრიბუნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე სასაუბროდ გამოიყენა. ოპოზიციის გამოსვლებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო უწოდეს მმართველ პარტიაში.

"ქართული ოცნების" ოპონენტები რეკომენდაციების შესრულებაში მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავენ. ამ კონტექსტში ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთხელ გაჟღერდა.

პოლიტიკური ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტიც იყო. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტი ოპოზიციისთვის მიუღებელია ამას კი სახელისუფლებო გუნდი კონკრეტულ მიზეზს უკავშირებს.

მმართველი პარტია ოპოზიციის რიგებში ოლიგარქად დავით კეზერაშვილს მიიჩნევს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის სახელის და გვარის ხსენებას სხდომათა დარბაზში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოსვლები მოჰყვა.

პოლიტიკური განცხადებებით დღეს 30-მდე დეპუტატმა ისარგებლა და გამოსვლები 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დღის ამბები