27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ისრაელის ელჩი სუს-ის მიერ აღკვეთილ დანაშაულზე - “ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ქართულ მხარეს მადლობას უხდის ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მომზადების დროული აღკვეთისთვის. ელჩმა, განცხადება “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა, ისრაელის საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი  პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება. 

ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. 

ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“, - წერს “ტვიტერზე“ ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი.

 

 

 

 

 

დღის ამბები