27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი განიხილა

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის უმასპინძლა პრეზიდენტმაც, ადმინისტრაციის ცნობით მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ევროკომისიის 12-ი რეკომენდაციის შესრულების პროცესი.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, უკრაინის ომსა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე.

დღის ამბები