27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო - სტოლტენბერგი

რუსეთის მხრიდან დაწყებული ბრუტალური ომის ფონზე, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე გააკეთა.

ჩრდილოატლანტიკური  ალიანსის თანამშრომლობა, ევროკავშირის თავდაცვის უწყებებთან - სწორედ ამ თემაზე მიდის საუბარი დახურულ კარს მიღმა. 

"მივესალმებით პროგრესს, რომელსაც უკრაინულმა ძალებმა ბოლო დღეებში მიაღწიეს, განსაკუთრებით ხერსონის გათავისუფლების კონტექსტში. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცითაა განპირობებული. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს, ჩვენ ვნახეთ მათი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, განსაკუთრებით ახლადგათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თვის ბოლოს გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბუქარესტში. შეხვედრაზე ასევე შედგება დისკუსია ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ და გვექნება პარტნიორებთან შეხვედრის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები