ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ენერგეტიკის დარგის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი წარუდგინეს. გაიმართა მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელის პრეზენტაცია.
საუბარია რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე, რომლითაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,500 მეგავატი სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. შეკითხვებს ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა.