27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქოლცენტრები არსებობდეს და ხელისუფლების გარეშე ხდებოდეს ეს ყველაფერი, ანუ ხელისუფლებას ეძინა ამ ქვეყანაში ქოლცენტრები რომ არსებობდა? - ანა წითლიძე

ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონს კვლავ აკრიტიკებს და ქართულ რეალობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო ე.წ. ქოლცენტრების და დავით კეზერაშვილის საკითხსაც.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძეს თქმით, შეუძლებელია ქოლცენტრები ხელისუფლების გარეშე არსებობდეს.

"აქ საუბარი იყო ქოლცენტრებზეც, როგორ გგონიათ და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ქვეყანაში, როდესაც იძახით, რომ აქვს ვიღაცას ქოლცენტრი და ეს ყოფილა თურმე კეზერაშვილის, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ქვეყანაში ქოლცენტრები არსებობდეს და ხელისუფლების გარეშე ხდებოდეს ეს ყველაფერი, ანუ ხელისუფლებას ეძინა ამ ქვეყანაში ქოლცენტრები რომ არსებობდა?" - აცხადებს ანა წითლიძე.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერი არ აინტერესებს და მის უცხოეთში მკურნალობას არ აპირებს. 

"ამბობთ, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არ არის, დანარჩენი ყველა ოლიგარქები ვართ ივანიშვილის გარდა, შავით თეთრზე ჩაგიწერეს, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების და მესამე ქვეყანაში მკურნალობის შესახებ. თქვენ ცხადია არ აპირებთ ამის შესრულებას და არც გაინტერესებთ. ასევე, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით არაერთი ჩანაწერია, სადაც მის პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები