27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ჩვენ ევროკავშირში არ ავარჩევთ ვინაა კარგი ოლიგარქი ან ცუდი ოლიგარქი, არავის უნდა ქონდეს გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო თუ იურიდიულ გადაწყვეტილებებზე - ოლივერ ვარჰეი

თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? -ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც დეოლიგარქიზაციას და ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებს შეეხებოდა. 

ამასთან, ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არჩევენ ვინაა კარგი ოლიგარქი ან ცუდი ოლიგარქი.

"დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს - გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ივე პუნქტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, ჩემს ქვეყანაშიც, უნგრეთშიც. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას, ესაა უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ, იმედია მექნება კარგი ამბები ბრიუსელში წასაღებად. უნდა შედგეს ეროვნული კონსესუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ასე მუშაობს ეს სისტემა, სხვანაირად არა. გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევებიც, 2004-ში, 2007-ში ხორვატიის, იგივე რეჟიმში იყო. დგება ქვეყნის ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს, რადგან სხვანაირად პროცესი მართვადი ვერ იქნება. არ მინდა აქცენტი გავაკეთო მთავრობაზე, ოპოზიციაზე, იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება, რაც არ იცვლება ისაა, რომ ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანაზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპამდე.

თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? მე ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი კრიტერიუმები, ეს კონკრეტულად რომელიმე ადამიანს არ ეხება, ვერც შეიძლება ეხებოდეს. რაც შემოგთავაზეთ, ესაა ჩარჩო სისტემა, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება ეს თუ გარემო, რომელშიც მედია ფუნქციონირებს. რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება, რომ ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, შეზღუდვების გარეშე. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ჩვენ ევროკავშირში არ ავარჩევთ ვინაა კარგი ოლიგარქი ან ცუდი ოლიგარქი. იდეა იმაშია, რომ კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული, არავის უნდა ქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ,საკანონმდებლო თუ იურიდიულ გადაწყვეტილებებზე," - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის ამბები