27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
"მთავრობა ცდილობს, ჩემზე ფრთხილი იყოს, რომ რუსეთის რისხვა არ მოვიზიდოთ" - სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობა ცდილობს, მასზე ფრთხილი იყოს, რათა რუსეთის რისხვა არ მოიზიდონ - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ! ცხადია, არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა.

მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკვლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ და ის, რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები