27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
"იქ, სადაც უკრაინის დროშაა, არის ცივილიზაცია და თავისუფლება" - ზელენსკი

იქ, სადაც უკრაინის დროშაა, არის ცივილიზაცია და თავისუფლება - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკი ასევე ამბობს, რომ უკრაინას ნელ-ნელა მშვიდობა უახლოვდება.

"ყველასთვის ცხადია რა არის უკრაინა, რას წარმოადგენს ჩვენი დროშა. როდესაც არის უკრაინის დროშა, არის ცივილიზაცია; ის კი, რასაც რუსეთის დროშა აღნიშნავს - სრული განადგურება; ზამთრის წინა პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ხალხისთვის აბსოლუტურად ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ქალაქსა და ოლქში აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია. ყველასთვის ბედნიერება იქნება, როდესაც რუსეთი წავა. ბედნიერება იქნება ჩვენს ქალაქებსა და თემებში, რომლებსაც რუსეთი ართმევს ნორმალურ ცხოვრებას 24 თებერვლის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით და ვიცით, რომ უკრაინას მშვიდობა უახლოვდება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები