საქართველო ექსპორტის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. გასულ წელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 34 პროცენტით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 226 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტი გაზრდილია 34 პროცენტით, იმპორტი კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33-პროცენტით მეტია. ახალ მონაცემებსა და პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში.
საგარეო ვაჭრობაზე, როგორც ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემები შეაფასეს მმართველი გუნდის ოპონენტებმაც.
საგარეო ვაჭრობის ზრდიდან გამომდინარე, ექსპორტის დადებით ტემპზე საუბრობენ ექსპერტები. ამბობენ რომ ეს მაჩვენებლები განაპირობებს როგორც დამატებითი შემოსავლების შესაძლებლობას, ასევე მიუთითებს ქართული პროდუქციის გაზრდილ მოთხოვნაზე.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.