27 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
არ მოსწონს პარტიაში მიმდინარე მოვლენები და მიაჩნია, რომ ამის დრო არაა - კობა ნაყოფიამ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დღეს გააჟღერა

ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ არჩვენების მოთხოვნა უდროო იყო. კობა ნაყოფიამ დღესვე საჯარო მხადაჭერა გამოუცხადა ნიკა მელიას.

დღეს, ისიც გარკვა, რომ მოთხოვნის გაჟღერების ადგილად რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთკა შეარჩიეს - პატიმრობაში მყოფ საკაშვლს არც ეს მოეწონა. ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია მედიას კლინიკიდან გამოსულმა გიული ალასანიამ გააცნო.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მოქმედი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მხადამჭერები არჩევანს ღირსებაზე გააკეთებენ. ნიკა მელია არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს პოლიტიკური თამაშისა და პარტიაში დაპირისირების მიღმა, თუმცა ”კურიერთან” საუბრის დროს რამდენჯერმე მიანიშნებს, რომ მთავარი სათქმელი ჯერ წინ ააქვს და ამ ყველაფერზე წინასაარჩევნო კაპანიის დროს ისაუბრებს.

ვის გულისხმობს ნიკა მელია მის განცხადებაში აინტერესებთ იმ ჯგუფის წევრებს, ვინც ახლა პარტიაში რადიკალური ცვლილებების მომხრეა. ისინი ვინც ყოფილი ძალოვანების - მერაბიშვილი/კეზერაშვილის გუნდის წევრებად სახელდებიან ფიქრობენ, რომ მელიას განცხადების უკან ქვეტექსტები არ უნდა ეძებონ.

ვინ გახდება მთავარი ოპოზიციური პარტიის ახალი თავმჯდომარე, თუ შეინარჩუნებს მელია დაკავებულ პოზიციას ამას პარტიაში ვადამდელი არჩევნების შედეგები გასაზღვრავს. უკვე ცნობილია ორი კნდიდატურა - გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე. დღეს გავრცელდა ვერსია, რომ შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომრის პოსტზე კენშჭი ლევან ბეჟაშვილმაც იყაროს, თავად ბეჟაშვლი ამ ინფრმაციას უარყოფს.

ვინ იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნაკლებად საინტერესოა სახელიუსფლებოო გუნდისთვის. ”ქართულ ოცნებაში” ფქრობენ, რომ პარტია ნგრევის პროცესშია.

როდის დაინიშნება ვადამდელი არჩევნებ,  ყველაზე დიდი ოპოზციურ პარტიისთვის ჯერ უცნობია. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა იმაზე მსჯელობენ, როგორ უნდა უზრუნველყონ ელექტრინული არჩევნები ისე, რომ ყველა მხადამჭერის მონაწილოება და პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იყოს.

დღის ამბები