ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე ისევ უცნობია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ოჯახის წევრების განცხადებით კვლავ მძიმეა.
კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა ექს პრეზიდენტის დედამ. გიული ალასანიას თქმით, მისი შვილი დამხმარის გარეშე ვერ გადაადგილდება. ვივამედში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.