27 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
18 ნოემბერს, პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმენს - იმავე დღეს პარლამენტის წინაშე ილია დარჩიაშვილი და მიხეილ ჩხენკელი წარსდგებიან

პარასკევს პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს - პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მიდის. დეპუტატები იმავე დღეს მოუსმენენ საგარეო და განათლების მინისტრებსაც, თითოეული მათგანისთვის ბიურომ სამი საათი განსაზღვრა.

ირაკლი ღარიბაშვილი, ილია დარჩიაშვილი და მიხეილ ჩხენკელი საპარლამენტო ოპოზიციამ სექტემბერში დაიბარა, თუმცა საგარეო ვიზიტების გამო, მათი აღნიშნულ ფორმატში მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო. პრემიერის და საგარეო მინისტრის მიმართ კითხვები ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და მის შესრულებას ეხება.

დღის ამბები