27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
სააკაშვილი არ ერევა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებში - კობა ნაყოფია

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის,კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობის ფონზე, პარტიაში არჩევნების ახლა დანიშვნა არ იყო დროული.

როგორც კობა ნაყოფიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებში არ ერევა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მასთან ახლა ამ საკითხებზე სიღრმისეულად გვესაუბრა. ერთადერთი იცის ამასთან დაკავშირებით და აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია - ის არ ერევა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებში. ამ პროცესებმა ახლა ხელი არ უნდა შეუშალოს "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ძალების კონსოლიდაციას. მთავარი ამოცანა, რაც დღეს გვაქვს, არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ეს არის ნიკა გვარამიას გათავისუფლება და რა დროს ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები და რა დროს ეს თემაა?! არ იყო ამის დრო და სამწუხაროა რომ იჩქარეს," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

დღის ამბები