საქართველო იტალიის წინააღმდეგ - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი მასპინძელია, შეხვედრა თბილისი არენაზე ერთ საათში დაიწყება. ისლანდიასთან მატჩის მსგავსად, ეროვნულ ნაკრებს "ენ-ბი-ეის" რეგულაციების გამო გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაეხმარებიან. საკადრო პრობლემები აქვს იტალიის ნაკრებსაც.
საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი 3-ვე შეხვედრა ჩვენი გუნთვისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. ამ დროისთვის ქვეჯგუფს ესპანეთის ეროვნული გუნდი ლიდერობს, მეორე 2-3 ადგილზე კი იტალიისა და საქართველოს ნაკრებები იმყოფებიან. ჩვენი გუნდის უშუალო კონკურენტი ისლანდია კი მე-4 პოზიციაზეა. აქედან გამომდინარე დღევანდელი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები საგანგებო რეჟიმში მოემზადა.
საქართველოსა და იტალიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება ზუსტად 19 საათზე დაიწყება.