27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არჩევანს ღირსებასა და ფულს შორის, ღირსების სასარგებლოდ გააკეთებს - რას ამბობს ნიკა მელია

არჩევანი ღირსებასა და ფულს შორის - ამ კომენტარით ბრიუსელიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირება შეაფასა.

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე "კურიერთან" ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი უშუალოდ კამპანიის დროს გაეცემა და ამომრჩეველს დასკვნების გამოტანაც გაუმარტივდება. მან პროცესში დავით კეზერაშვილის ჩართულობაზეც ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, რომ პარტია "ნაციონალური  მოძრაობის" ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა არის იდეით გაჟღენთილი, არიან პრინციპებისადმი ერთგულნი და არჩევანს - ღირსებასა და ფულს შორის, ისინი ყოველთვის აკეთებდნენ ღირსების, მათ შორის, ქვეყნის ღირსების სასარგებლოდ. 

დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი გააკეთებს ძალიან სწორ არჩევანს და მიხვდება თუ რომელ წლებთან უნდა გაავლოს ანალოგია. ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს კოლეგებმა, არის მათი ლეგიტიმური უფლება, უბრალოდ ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია და კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. თავისთავად ბევრი ეჭვი გააჩინა - მათი ქმედებები და რიტორიკა უკანასკნელი დღეების განმავლობაში საუკეთესო საკვებს აძლევს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს ფიქრისთვის. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი, ძალიან მკაფიო, ყოველგვარი განსხვავებული ინტერპრეტაციების გარეშე. პასუხები იქნება ცხადი," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები