27 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გადაწყვიტონ და არა პარტიამ - კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გადაწყვიტონ და არა პარტიამ - განცხადება თბილისის მერმა გააკეთა.

მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, ექსპრეზიდენტის ინეტერსების დამცველებმა უნდა დაასაბუთონ, რომ პაციენტს სჭირდება ისეთი მომსახურება, რაც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.

"ეს არ არის პარტიის გადასაწყვეტი - სააკაშვილი იმყოფება ციხეში, იხდის სასჯელს და შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პატიმრის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. რა შუაშია აქ პარტია, გაუგებარია. პარტია არაფერ შუაშია, შესაბამისი უწყება მიიღებს ყველა პატიმართან მიმართებაში შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც არის აუცილებელი პატიმრის, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ვარაუდობს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ფსიქოლოგიური მიდგომებითა და დამოკიდებულებებით არის გამოწვეული და არა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის დეფიციტით.

"ადამიანები, რომლებიც საუბრობენ უცხოეთში სამკურნალოდ სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, ისინი ვალდებულნი არიან საზოგადოებას ესაუბრონ მაგალითად იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული სამედიცინო მანიპულაცია ესაჭიროება ადამიანს, რომელიც არ იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ასეთს მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერცერთს ვერ მეტყვის ვისაც უთქვამს, რომ მაგალითად ესა და ეს პროცედურა არის რეკომენდებული სამედიცინო პროტოკოლების მიხედვით, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ვფიქრობ, პრობლემა სრულიად სხვა რამეშია, როდესაც ფაქტია, რომ მძიმე მდგომარეობა როგორც ჩანს უფრო ფსიქოლოგიური მიდგომებითა და დამოკიდებულებებით არის გამოწვეული და არა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის დეფიციტით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები