27 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
პროკურატურამ დაბა გომისმთაზე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ექვსი ფაქტი გამოავლინა

პროკურატურამ დაბა გომისმთაზე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ექვსი ფაქტი გამოავლინა. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 6 პირს წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, 2021 წელს, ბრალდებულებმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. შედეგად ისინი თაღლითურად დაეუფლნენ მიწის ექვს ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 166 ათასი ლარის ზიანი მიაყენეს.

დღის ამბები