27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
დასავლური მედიის ცნობით, ლავროვი ბალიზე ჰოსპიტალიზებულია - რუსეთის საგარეო უწყება ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დიდი ოცეულის სამიტზე დასაწრებად ჩავიდა, ჰოსპიტალიზებულია, ამის შესახებ გამოცემა AP წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, მათ ინდონეზიის მთავრობის წევრებმა განუცხადეს, რომ რუს მინისტრს კუნძულზე საჭირო მკურნალობა უტარდება. წყაროებმა იდენტიფიცირებისგან თავი შეიკავეს, რადგან განაცხადეს, რომ საჯაროდ აღნიშნულ თემაზე საუბრის უფლება არ აქვთ. 

AP-ს ორმა წყარომ განაცხადა, რომ ლავროვი კლინიკაში გულის პრობლემებით მოათავსეს. 

ინფორმაციას უარყოფენ რუსეთის საგარეო უწყებაში. მარია ზახაროვა ამბობს, რომ მინისტრის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ცნობები ყალბია. 

 

 

დღის ამბები