საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით, თურქეთში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს", – წერს შალვა პაპუაშვილი "ტვიტერში"