27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
"განადგურებული ვარ სტამბოლში მომხდარით" - ილია დარჩიაშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესახებ "ტვიტერზე" წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს. 

"განადგურებული ვარ სტამბოლში მომხდარით. თქვენ გვერდით ვართ და ვიზიარებთ მწუხარებას" - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტვიტი მოგვიანებით მისმა თურქმა კოლეგამ გადააზიარა - მევლუდ ჩავუშოღლუ თანადგომისთვის ილია დარჩიაშვილს მადლობას უხდის.

დღის ამბები