27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
არ დაგავიწყდეთ, რომ მდგომარეობა ხერსონის რეგიონში კვლავ ძალიან საშიშია, პირველ რიგში, ეს არის ნაღმები - ზელენსკი

ოკუპანტების მიერ ჩადენილ 400-ზე მეტ ომის დანაშაულზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ დატოვა იგივე სისასტიკე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო. უკრაინის პრეზიდენტი ხერსონში ვითარებას კვლავ ძალიან საშიშად აფასებს.

"მადლობას ვუხდი ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას და ყველას, ვინც მონაწილეობს ჩვენი შემდეგი ნაბიჯების შემუშავებისთვის. ეს გათავისუფლების ნაბიჯებია. ხერსონის რაიონში 226 დასახლებაში წესრიგის სტაბილიზაცია და აღდგენა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის 100 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები, ამ დროისთვის. აღვადგენთ კომუნიკაციას, ინტერნეტს, ტელევიზიას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს ნორმალური ტექნიკური შესაძლებლობები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგებისთვის. ჩვენ დავაბრუნებთ ტრანსპორტსა და ფოსტას, სასწრაფო დახმარებასა და ნორმალურ მედიცინას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების, პოლიციისა და ზოგიერთი კერძო კომპანიის მუშაობის აღდგენა უკვე იწყება.  მადლობას ვუხდი ბიზნესს, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც მონაწილეობს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში.

არ დაგავიწყდეთ, რომ მდგომარეობა ხერსონის რეგიონში კვლავ ძალიან საშიშია. პირველ რიგში, ეს არის ნაღმები. სამწუხაროდ, ნაღმების გაწმენდისას ჩვენი ერთი გამნაღმველი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიაზე მიტოვებული რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულთა დაკავება და დივერსანტების განეიტრალება. გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული ომის დანაშაული, ნაპოვნია როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები.

მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ მტრის მომარაგების ჯაჭვების, საბრძოლო მასალის საცავებისა და მტრის შტაბის განადგურებას. ოკუპანტების პოტენციალი ყოველდღე უნდა შევამციროთ – უქმე დღეების გარეშე! ეს გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები