სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მსოფლიო თასის ფინალი ალჟირში გაიმართა. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. მეოთხედფინალში ქართველმა სამხრეთ კორეელი სპორტსმენი15:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დაუპირისპირდა, ხოლო ფინალში იტალიელ ლუიჯი სამელეს 15:13 მოუგო. ბაზაძემ მსოფლიო თასის გამარჯვებულის ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა. მანამდე ის მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების პრიზიორი იყო.