27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე - პრემიერი

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილების გამო ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას  გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის," - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები