27 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
სტამბოლში მომხდარი აფეთქების საქმეში ქალი ფიგურირებს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, სტამბოლში მომხდარი აფეთქება, წინასწარი მონაცემებით, ტერაქტი იყო და საქმეში ქალიც ფიგურირებს. 

"არასწორი იქნებოდა, დარწმუნებით გვეთქვა, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრების გათვალისწინებით, ასევე - პირველადი ინფორმაციით, რომელიც გუბერნატორმა მოგვაწოდა, მომხდარს "ტერაქტის სუნი აქვს"", - განაცხადა ერდოღანმა 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან და აქვე აღნიშნა, რომ პირველადი დასკვნები მიუთითებს, რომ საქმეში ქალი ფიგურირებდა. 

ამასთან, მედიასაშუალებები ავრცელებენ ფოტოს, რომელზეც, მათი მტკიცებით, ისტიკლალზე მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ქალი ჩანს. 

დღის ამბები