თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე, დაშავებულების კი - 53-მდე გაიზარდა. მან განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი ტერაქტი იყო.
აფეთქება ტურისტებისთვის პოპულარულ ქუჩაზე, ისტიკლალზე დღეს მოხდა. საქართველოს გენერალურ საკონსულოში აცხადებენ, რომ დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.