სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად არიან დაღუპულებიც, ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ განაცხადა.
"დღეს, დაახლოებით 16:20 საათზე, ბეიოღლუს რაიონში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ადგილზე გაგზავნილ იქნა პოლიციის დანაყოფები, ექიმები, მეხანძრე-მაშველები. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები," - განაცხადა გუბერნატორმა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, 36-მდე კი დაშავდა.
ისტიკლალის ქუჩა, ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.