მართლმადიდებლური ეკლესია დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ეკლესიებში წირვა-ლოცვა სრულდება. ტრადიციულად მრევლი მეტეხის ხიდზე იკრიბება.
"ღირსშესანიშნავი დღეა ჩვენი ერის სახელოვან ისტორიაში, როცა საქართველოში, დედაქალაქ თბილისში ერთბაშად 100 000 და მეტი მოწამე შეეწირა უფლის ერთგულებასა და სარწმუნოების დაცვას. უამრავი ფაქტია თუ რატომ ვზეიმობთ დღევანდელ დღეს, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში თავგანწირვისა და თავდადებისა, მაგრამ მსგავსი მასშტაბი არ ახსოვს არც ერთ პერიოდს," - განაცხადა დეკანოზი მამა ირაკლი (ენკებაშვილმა).