27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე დასრულებულია - პარტია ახალი თავმჯდომარის არჩევის წესზე შეთანხმდა

"ნაციონალური მოძრაობა" ახალი თავმჯდომარის არჩევის წესზე შეთანხმდა. პარტიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე დასრულებულია, რომლის ფუნქცია სწორედ შიდა არჩევნების ფორმის და წესების განსაზღვრა იყო. ამ ჯგუფში წარმოდგენილია ყველა ფრთა, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობაზე აცხადებს პრეტენზიას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ არჩევნები ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს.

"შევჯერდით იმაზე, რომ აღნიშნული არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონული წესით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განაპირობებს იმას, რომ ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. რაღაც სახის ფილტრები იქნება, რომ მანიპულაციები არ იყოს, მაგრამ პროცესი იქნება ძალიან ღია, ძალიან საჯარო და ძალიან მასშტაბური," - განაცხადა დოლიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ არჩევნების ჩატარების წესი პოლიტსაბჭომ 1 კვირის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.

"საუბარია იმაზე, რომ პოლიტსაბჭოს 3 წევრს ჰქონდეს კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება, საარჩევნო კამპანიის შესაძლო ვადებთან დაკავშირებით, ასევე, იყო განხილვა და მოთელვა საკითების. საორიენტაციოდ 1 კვირის განმავლობაში პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს არჩევნების ჩატარების წესი და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა მხარის ინტერესი დაცული იყოს," - თქვა ბეჟაშვილმა.

დღის ამბები