რუსეთმა „დიდ ოცეულს" მოუწოდა "წარმოსახვით საფრთხეებზე" საუბარი შეწყვიტოს და მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ფოკუსირდეს.
მომდევნო კვირაში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე "დიდი ოცეულის" სამიტია დაგეგმილი, რომელსაც დასავლელი ლიდერები დაესწრებიან. მოსალოდნელია, რომ ისინი სამიტს სწორედ რუსეთის გასაკრიტიკებლად გამოიყენებენ.
დიდი ოცეულის სამიტზე, რუსულ დელეგაციას, ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ლავროვი ბალიზე უკვე ჩავიდა.