27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
გარდაიცვალა კაცი, რომელმაც პარიზის აეროპორტში 18 წელი გაატარა

გარდაიცვალა კაცი, რომელმაც პარიზის აეროპორტში 18 წელი გაატარა. დიპლომატიურ გაურკვევლობაში მოხვედრილმა მეჰრან ქარიმ ნასერმა შარლდ დე გოლის აეროპორტში ბინა პირველად 1988 წელს დაიდო. ის ევროპაში დედის საძებნელად გაეშურა, თუმცა საიმიგრაციო დოკუმენტის არ ქონის გამო, აეროპორტის დატოვება 2006 წლამდე ვერ შეძლო.

რამდენიმე კვირის წინ ის საცხოვრებლად აეროპორტში ისევ დაბრუნდა , სადაც გარდაიცვალა.

ნასერის ისტორიის შთაგონებით სტივენ სპილბერგმა 2004 წელს ფილმი ,,ტერმინალი" გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.

დღის ამბები