შეერთებულ შტატებში ერთმანეთს 2 სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა. შემთხვევა ქალქ დალასში გამართულ ავიაშოუზე მოხდა. ამ დროისთის ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე და არის თუ არა მსხვერპლი.
ორივე თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. საქმეს შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.